კონფიდენციალურობის პოლიტიკა

popmusic-ს მიაჩნია, რომ ჩვენი სერვისის გამოყენება თქვენი მხრიდან დიდი ნდობის მანიშნებელია. ვაფასებთ ამ ნდობას და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ზუსტად იყოთ ინფორმირებული, რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (შემდეგში "პერსონალური ინფორმაცია") და რა ზომებს მივმართავთ იმისთვის, რომ დაცული იყოს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა.

პერსონალური ინფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი სახის მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია. ჩვენ ვეცდებით ვუზრუნველყოთ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგყავთ ვებგვერდზე, მათ შორის www.facebook.com-ის მეშვეობით რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაციას. პერსონალურ ინფორმაცია საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნებისათვის. როდესაც შემოდიხართ ვებგვერდზე, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ სესიის ინფორმაციას კომპიუტერიდან, ან სხვა მობილური მოწყობილობიდან. ამგვარად მიღებულ ინფორმაციას ვიყენებთ პარამეტრების მომხმარებელზე მორგების მიზნით, რეკლამირების, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისა და სხვა კანონიერი მიზნებისთვის.

როდესაც პერსონალური ინფორმაციის მოწოდებისას, უთითებთ თქვენს ტელეფონის ნომერს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ popmusic-ისაგან მიიღოთ სარეკლამო ხასიათის თუ სხვა სახის ინფორმაცია.

ქუქი ფაილები

ქუქი ფაილები იმახსოვრებს popmusic.ge-ის გვერდზე თქვენს პრეფერენციებს, ამგვარად თქვენ არ გჭირდებათ საიტზე ყოველი შესვლისას ყველაფრის  (მაგალითად, ვებსაიტის ენის) თავიდან დაყენება. ასეთი ფაილები გამოიყენება ვებგვერდის ვიზიტორისთვის გვერდის მოხმარების გამარტივებისა და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით რეგისტრაციისა და ვებგვერდზე ვიზიტის დროს, ჩვენი ვებსაიტიდან შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. კერძოდ, თქვენი მოთხოვნის მიხედვით, შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად; ჩვენი ანგარიშებისა და ჩანაწერების საწარმოებლად; თქვენთან საკომუნიკაციოდ; ვებსაიტის გამოყენების დონისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგისთვის; ინტერესების განსაზღვრისა და პროდუქტების, სერვისების, ვებსაიტისა და აპლიკაციების გაუმჯობესების მიზნით; თქვენთვის საინტერესო სერვისების მოწოდების მიზნით; ვებგვერდის თქვენთვის მორგების მიზნით; თქვენგან ინფორმაციის გამოსათხოვად, მათ შორის გამოკითხვების საშუალებით; დავების გადაჭრის, პოტენციურად უკანონო ან აკრძალული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით; წესებისა და პირობების ძალაში შესვლის მიზნით და ისე, როგორც ეს სხვაგვარად არის განმარტებული ინფორმაციის შეგროვების მომენტში.

პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება/გაზიარება

ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ ან გავუზიაროთ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ბიზნეს პარტნიორს და რომელიც წინამდებარე განცხადების საფუძველზე ამუშავებს თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ და აღნიშნული კომპანიები დრო და დრო მესამე მხარეს პერსონალურ ინფორმაციას ვაწვდით დამუშავების მიზნით და მსგავსი სახის დამუშავებას განაგებს შესაბამისი კონტრაქტი. კანონის ან რეგულაციის მოთხოვნის შესაბამისად, პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს შესაბამის სამთავრობო, მარეგულირებელ ან სამართალდამცავ ორგანოს.

თანხმობა

პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენით და ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებით, ასევე თქვენი ანგარიშით ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ popmusic-მა წინამდებარე განცხადების საფუძველზე დაამუშაოს და გასცეს პერსონალური ინფორმაცია. თუ გსურთ თქვენი თანხმობის გადახედვა, შეცვლა ან შეზღუდვა, გთხოვთ, გვაცნობოთ დეტალების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე "დაგვიკავშირდით" გრაფის საშუალებით.

ზოგადი ინფორმაცია

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები შეიცვლება, ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე გაცნობებთ ამის შესახებ და თუ საჭიროა, თქვენგან მოვითხოვთ დამატებით თანხმობას.

წინამდებარე წესები წარმოადგენს ჩვენს შორის გაფორმებულ ელექტრონულ ხელშეკრულებას, რომელშიც კომპანიას ცვლილებების შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ დროს. ვებგვერდის მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ წესების ცლილებების გასაგებად, ხშირად მოინახულებს კომპანიის საიტს www.popmusic.ge.

წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის მიზეზს. წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.