Thumbnail

ამერიკულჯგუფის Animal Collective წევრებმა, დევიდ პორტნერმა, ფსევდონიმით Avey Tare და ბრაიან როს ვაიტსმა, სასცენო სახელით Geologist, ახალი ტრეკი Summer Blaze გაავრცელეს. 25-წუთიანი ნამუშევარი არტისტების ერთობლივ ჩანაწერში New Psycho Actives Vol.2 სინგლის სახით არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Avey Tare - Horse

► მოუსმინეთ: Avey Tare - Taken Boy

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა 2015 წელს კიდევ ერთი ნამუშევარი New Psycho Actives Vol.1 გამოუშვეს.

დევიდ პორტნერმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა Panda Bear-თან ერთად პირველი სტუდიური ჩანაწერი Spirit They're Gone, Spirit They've Vanished გაავრცელა. 2003 წელს მან ჯგუფი Animal Collective შექმნა. 2010 წელს კი არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Down There გამოსცა.

ბრაიან როს ვაიტსმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა Animal Collective-ში დაიწყო. ის ჯგუფში ელექტრონულ მუსიკალურ მანიპულაციებსა და სემპლებზე მუშაობს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული