Thumbnail

ბილი აილიში: მიყვარს, როდესაც ადამიანები საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობენ თავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

17 წლის პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გამოცემა V magazine-თან ინტერვიუში ფარელ უილიამსის შეკითხვებს უპასუხა. მომღერალს სთხოვეს გაეხსენებინა, რა შეხედულება აქვს ხალხს მასზე, რაც სინამდვილეში მცდარია.

► ბილი აილიშმა ბილბორდის ჩარტში Lil Nas X-ს გადაასწრო

► ნახეთ: ბილი აილიში V Magazine-ს ფოტოსესიაში

► ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიციის I Love You საკონცერტო ჩანაწერი გაავრცელა

"ფართო ტანსაცმელს არ ვატარებ ყურადღების მისაქცევად. ვიცვამ იმას, რაც მინდა, რომ მეცვას. ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებული პოზიტიური კომენტარებიც კი უარყოფით ელემენტს შეიცავს. მაგალითად, "მომწონს, რომ ბიჭივით გაცვია, სხვა გოგონებიც ასე ჩაიცვამენ და ბოზებს არ დაემსგავსებიან". ვერ გადმოვცემ, როგორ მაღიზიანებს ასეთი კომენტარები. მიყვარს, როდესაც საკუთარ კანსა და სხეულში ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. სამწუხაროა, რომ ისეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, სადაც მე მხარს მიჭერენ და აბულინგებენ მათ, ვისაც არ მოვწონვარ", - თქვა ბილიმ.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული