Thumbnail

ნახეთ: Young Thug-მა ყელსაბამში $250,000 გადაიხადა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სამკაულების მოყვარულმა მუსიკოსმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, ძვირფასეულობის კოლექცია ახალი ყელსაბამით გაამდიდრა. ატლანტელმა არტისტმა ბრილიანტებით გაფორმებულ 18-კარატიან ოქროს ჩეინში 250,000 აშშ დოლარი გადაიხადა.

► მოუსმინეთ: Young Thug ახალ ალბომს So Much Fun ავრცელებს 

► ნახეთ: Young Thug ვიდეორგოლს Surf აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: Young Thug - Sup Mate Ft. Future 

View this post on Instagram

The Slimiest 👑🐍 @thuggerthugger1

A post shared by Eliantte (@eliantte) on

ჯეფრიმ საკუთარ თავს საჩუქარი ახალი ალბომის So Much Fun კომერციული წარმატების აღსანიშნავად უსახსოვრა. ვარაუდობენ, რომ გამოსვლიდან ერთ კვირაში სტუდიური ჩანაწერის 150 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდება.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული