Thumbnail

ნახეთ: მედლიბმა და ფრედი გიბსმა პროექტ Boiler Room-ის ფარგლებში კონცერტი გამართეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, ოტის ჯექსონის, ფსევდონიმით Madlib და ინდიანელი რეპერის, ფრედრიკ ტიპტონის, სასცენო სახელით Freddie Gibbs, დუეტი MadGibbs ცნობილ მუსიკალურ პლატფორმას Boiler Room ესტუმრა და მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული რეპ ალბომი Bandana ცოცხლად შეასრულა. პერფორმანსის ვიდეოჩანაწერი "ბოილერ რუმის" იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

► ნახეთ: Freddie Gibbs & Madlib - Crime Pays 

► ნახეთ: Freddie Gibbs და Madlib კლიპს Giannis ავრცელებენ 

მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფრედი გიბსი ლაივზე კონიაკს მიირთმევდა და ტრეკებს შორის პაუზის დროს დამსწრე საზოგადოებას სახალისო კომენტარებით ართობდა.

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების დისკოგრაფია ოთხ EP-სა და ალბომებს Pinata და Bandana აერთიანებს. 2014 წლის ნამუშევარმა Pinata თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. ჩანაწერი Bandana კოლექტივმა, ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული