Thumbnail

Big Hit Entertainment კეიპოპ ბენდის BTS ადრეული მოღვაწეობის შესახებ სერიალს იღებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთკორეული კომპანია Big Hit Entertainment ცნობილი კეიპოპ ბენდის, BTS-ის შესახებ სერიალს გადაიღებს, რომელიც ჯგუფის მოღვაწეობის საწყის ეტაპზე მოგვითხრობს. როგორც ორგანიზაციის პრესკონფერენციიდან გაირკვა, სურათზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მისი ხილვა 2020 წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

► ნახეთ: BTS-ის V სოლო სიმღერას Winter Bear ავრცელებს

► მოუსმინეთ: Lil Nas X-მა BTS-ის RM-თან ერთად ჰიტის Old Town Road რემიქსი ჩაწერა

"ფილმში შვიდი ბიჭის ისტორია იქნება ნაჩვენები, რომლებიც BTS-ის სამყაროში ერთმანეთს ხვდებიან. მუსიკოსებს მსახიობები განასახიერებენ, რადგან მაშინ ისინი ძალიან პატარები იყვნენ", - აცხადებს კომპანია.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული