Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Skimpers ახალი სიმღერა Sip the Tea გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ EP-ში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

პანკ როკ ჯგუფი Skimpers 2017 წელს ჩამოყალიბდა. სადებიუტო EP სახელწოდებით Take The Van ბენდმა 2018 წელს გამოსცა. კოლექტივის შემოქმედებაზე გავლენა ჯგუფებმა: Green Day, Metallica და Misfits მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული