Thumbnail

ნახეთ: Sonic Youth-ის ყოფილმა წევრმა, კიმ გორდონმა სიმღერა Sketch Artist გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯგუფ Sonic Youth-ის ყოფილმა წევრმა, კიმ გორდონმა ახალი სიმღერა Sketch Artist და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის სადებიუტო სოლო ალბომში No Home Record იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი Matador Records 13 ოქტომბერს გამოსცემს. ჩანაწერის პროდიუსერი ჯასტინ რეიზენი გახლავთ, რომელსაც ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ივ ტუმორი, ენჯელ ოლსენი, ბილი კორგენი, Charli XCX და სხვები.

კიმმა კარიერა 1981 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Sonic Youth-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტი სხვადასხვა დროს მუსიკალური პროექტების Free Kitten, Body/Head და Glitterbust წევრი იყო. 2015 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი Girl in a Band გამოსცა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული