Thumbnail

ნახეთ: Young Thug ვიდეორგოლს Surf აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი მუსიკოსი ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, კომპოზიციაზე Surf გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკში მისი ახალგაზრდა კოლეგა Gunna მონაწილეობს, რომლის მენტორიც სწორედ იანგ თაგია. ნამუშევრის პროდიუსერი Pi’erre Bourne გახლავთ. ჩანაწერი თაგას ახალგავრცელებული ალბომის So Much Fun სინგლია.

► მოუსმინეთ: Young Thug ახალ ალბომს So Much Fun ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Young Thug - Sup Mate Ft. Future 

► ნახეთ: Young Thug, J. Cole და Travis Scott კლიპს The London ავრცელებენ

თაგა ტრეკში საკუთარ საშემსრულებლო მანერასა და განსხვავებულ ჟღერადობას უსვამს ხაზს. მუსიკოსისვე თქმით, მის მიბაძვას არაერთი რეპერი ცდილობს.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული