Thumbnail

ბილი აილიშმა ბილბორდის ჩარტში Lil Nas X-ს გადაასწრო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის კომპოზიციამ Bad Guy ბილბორდის ცხელ ასეულში ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ჰიტს Old Town Road გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ Old Town Road ჩარტში ლიდერობას 19 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა, რაც ყველა დროის რეკორდი გახლავთ.

► სიმღერამ Old Town Road ბილბორდის ჩარტში ყველა დროის რეკორდი მოხსნა

Lil Nas X-მა ტვიტერის გვერდზე ბილის წარმატება მიულოცა:

"ვულოცავ ბილი აილიშს. მან ეს დაიმსახურა", - დაწერა მუსიკოსმა. 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული