Thumbnail

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ქორწილს სექტემბერში გეგმავენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

25 წლის კანადელი პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და მისი ცოლი, 22 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი ხელის მოწერიდან ერთი წლის თავზე, საქორწილო წვეულებისთვის ემზადებიან. გამოცემა People-ის ცნობით, წყვილი ცერემონიას სექტემბერში, ახლობლების ვიწრო წრეში გადაიხდის.

► ჯასტინ ბიბერი: ემინემს ახალი თაობის რეპერების არ ესმის

► ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია

საორგანიზაციო საკითხებით ჰეილია დაკავებული. ის და ჯასტინი ქორწილის დეტალებს არ ამხელენ, თუმცა, ცერემონიის თარიღს მოუთმენლად ელიან", - განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყვილთან დაახლოებულმა პირმა.

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. სექტემბერში კი მათ ქორწინება ნიუ იორკის სასამართლოს შენობაში გააფორმეს.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ლექსი მიუძღვნა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული