Thumbnail

ნახეთ: Madonna-მ 61 წლის იუბილე სარეპეტიციო დარბაზში, შვილებთან ერთად აღნიშნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

16 აგვისტოს ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, მადონას 61 წელი შეუსრულდა. მომღერალს, რომელიც რიგით მეთერთმეტე საკონცერტო ტურნეს Madame X Tour აქტიურ სამზადისშია, იუბილე სარეპეტიციო დარბაზში მიულოცეს. ამის ამსახველი ვიდეოები არტისტმა ინსტაგრამზე განათავსა

► მოუსმინეთ: Madonna-მ ახალი ალბომი Madame X გამოუშვა

"ეს სამი საოცარი სადღესასწაულო საღამოს დასაწყისია", - ამბობს მადონა ვიდეოში.

არტისტის შვილებმა, დეივიდმა და მერსიმ დედას დაბადების დღე ცეკვით მიულოცეს, შემდეგ კი სიმღერა მიუძღვნეს.

სამდღიანი წვეულება 19 აგვისტოს სადღესასწაულო სუფრით დასრულდა.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36- პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული