Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში V Magazine-ს ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის პოპვარსკვლავი ბილი აილიში ამერიკული ჟურნალის V Magazine 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური ნომრის სტუმარია. არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.

► ნახეთ: ბილი აილიში MCM-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიციის I Love You საკონცერტო ჩანაწერი გაავრცელა

► ბილი აილიში: 27 წლის ვერასდროს გავხდები, ზედმეტად ბევრია

ფოტოგრაფთა დუეტის Inez & Vinoodh ობიექტივში ბილი Gucci-ს, Namilia-სა და ACTIVITY CLOTHING-ის სამოსში პოზირებს.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული