Thumbnail

ნახეთ: ჯონ კოლტრეინის აქამდე გამოუცემელი ჩანაწერი Blue World გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

27 სექტემბერს ლეიბლი Impulse!/UMe ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსის, ჯონ კოლტრეინის მიერ 1964 წელს ჩაწერილ ალბომს Blue World გამოუშვებს. მასზე კოლტრეინმა თავის კლასიკურ კვარტეტთან, პიანისტ მაკკოი ტაინერთან, კონტრაბასისტ ჯიმი გარისონთან და დრამერ ელვინ ჯონსთან ერთად, რუდი ვან გელდერის სტუდიაში იმუშავა. 

► მოუსმინეთ ჯონ კოლტრეინის ალბომს, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა

მუსიკოსს ალბომის ჩაწერა კანადელმა რეჟისორმა, ჟილ გრუმ თავისი ფილმისთვის "კატა ჩანთაში" სთხოვა. 37-წუთიან ნამუშევარში სულ 8 ტრეკი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის აქამდე გამოუცემელი კომპოზიცია Blue World.

ჯონ კოლტრეინი ჯაზის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს არტისტად ითვლება. ვირტუოზმა საქსოფონისტმა ინოვაციებითა და ექსპერიმენტებით ჟანრში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა. შთამბეჭდავი სოლო კარიერის გარდა, მან ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან თანამშრომლობითაც გაითქვა სახელი, როგორებიც იყვნენ მაილს დევისი, თელონიუს მონკი და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული