Thumbnail

30 Seconds to Mars ევროპელ მსმენელს საქართველოში გადაღებული ფოტოთი დაემშვიდობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა 30 Seconds to Mars ბოლო ალბომის America მხარდამჭერი ევროპული ტურნე დაასრულა. ბენდი მსმენელებს საქართველოში, ბლექ სი არენაზე გამართული კონცერტის დროს გადაღებული ფოტოსურათით დაემშვიდობა.

► ნახეთ: ჯგუფმა 30 Seconds to Mars ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა

"მადლობა, ევროპა", - წერია ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

THANK YOU, EUROPE

Posted by THIRTY SECONDS TO MARS on Saturday, August 17, 2019

 

ევროპული ტურნე კოლექტივმა 2018 წლის 12 მარტს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაიწყო და 2019 წლის 17 აგვისტოს გერმანულ გროსპიოსნაში დაასრულა.

30 Seconds To Mars მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯარედ ლეტომ და მისმა ძმამ, შენონმა კალიფორნიაში 1998 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფმა წარმატებას მეორე სტუდიური ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არსებობის განმავლობაში ბენდს 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და პოპ როკს აერთიანებს.

ნახეთ ჯგუფის მიერ 2019 წლის 13 აგვისტოს შეკვეთილში გამართულ კონცერტზე შესრულებული სიმღერა Do Or Die: 

კომენტარები

ბოლოს დამატებული