Thumbnail

ესპანელმა პოპვარსკვლავმა როსალიამ პუერტორიკოელ შემსრულებელ ოზუნასთან ერთად კომპოზიცია Yo x Ti, Tu x Mi და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა, რომლის პროდიუსერიც თავად როზალია გახლავთ, არტისტებმა ერთობლივად დაწერეს.

► ნახეთ: Rosalía ახალ კლიპს Fucking Money Man ავრცელებს

► ნახეთ: Ozuna-მ ჯიმი ფელონის შოუში Baila Baila Baila და Taki Taki შეასრულა

როზალიას შემოქმედება ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი და ჯეი ბალვინი. 2018 წელს მან ორი ლათინური გრემის ჯილდოს მოგება შეძლო.

ხუან კარლოს ოზუნა როსადომ კი შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Nibiru არტისტმა 2019 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული