Thumbnail

მოუსმინეთ: ელზა სუარესი ახალ სიმღერას Libertação ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

82 წლის ბრაზილიელმა მომღერალმა, ელზა სუარესმა ადგილობრივ როკ ჯგუფ BaianaSystem-თან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Libertação გაავრცელა. ჩანაწერში მათი თანამემამულე მუსიკოსი ვირჯინია როდრიგესი მონაწილეობს. კომპოზიცია სუარესის მომავალ ალბომში Planeta Fome იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება. 

ელზა დე კონსეისაო სუარესმა პოპულარობა 1959 წელს ჩაწერილი სიმღერით Se Acaso Você Chegasse და ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომით მოიპოვა. 70-წლიანი კარიერის განმავლობაში "სამბას დედოფლად" წოდებულ არტისტს ორმოცდაათამდე სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული. BBC Radio-მ ის ათასწლეულის ბრაზილიელ მომღერლად დაასახელა. ბოლო ალბომი Deus é Mulher შემსრულებელმა 2018 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული