Thumbnail

ნახეთ: Meek Mill და Quavo ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ინსტაგრამზე პოპულარული თრეფ გაერთიანება Migos-ის ლიდერთან, Quavo-სთან ერთად სტუდიაში მუშაობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. მილის თქმით, კომპოზიციაში "მიგოსის" კიდევ ერთი წევრი Offset მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი Papamitrou Boi გახლავთ, რომელმაც რობერტთან მისი ბოლო ალბომის Championships რამდენიმე ტრეკზე ითანამშრომლა.

► ნახეთ: Meek Mill-ის 9 წლის შვილმა ფრისტაილი წაიკითხა 

► მოუსმინეთ: Future - 100 Shooters Ft. Meek Mill & Doe Boy 

► ნახეთ: Mustard, Meek Mill, YG და Quavo კლიპს 100 Bands ავრცელებენ 

მიკ მილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group-ის წევრიცაა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული