Thumbnail

გრემის ნომინანტმა ახალგაზრდა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯორჯა სმიტმა ახალი კომპოზიცია Be Honest და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ნიგერიელი არტისტი Burna Boy მონაწილეობს, რომელმაც პოპულარულ კოლეგასთან მიმდინარე წელს კიდევ ერთ ნამუშევარზე Gum Body ითანამშრომლა.

► ნახეთ: Jorja Smith - Goodbyes 

► ნახეთ: Jorja Smith - Blue Lights Ft. Dosseh 

► ნახეთ: Jorja Smith-მა სიმღერაზე The One კლიპი გადაიღო 

ჯორჯამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წელს არენბი შემსრულებელმა EP სახელწოდებით Project 11 გაავრცელა. 2018 წელს კი მუსიკოსმა გაყიდვაში პირველი სტუდიური ალბომი Lost & Found ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა და გრემის ნომინაციაც დაიმსახურა. მომღერლის პოპულარული კომპოზიციებია Beautiful Little Fools, Teenage Fantasy, On My Mind, Let Me Down და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული