Thumbnail

ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრმა, ნორმანი ჰამილტონმა სადებიუტო სინგლი Motivation და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიციის ერთ-ერთი თანაავტორი პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, არიანა გრანდეა. სინგლი ნორმანის მომავალ სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Sam Smith-მა და Normani-მ სიმღერაზე Dancing With A Stranger კლიპი გადაიღეს

ნორმანი ჰამილტონმა კი შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ Fifth Harmony-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელშიც ერთ დროს კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიოც მღეროდა. აღსანიშნავია, რომ არტისტის მიერ Khalid-თან ერთად ჩაწერილმა სინგლმა Love Lies ბილბორდის ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული