Thumbnail

დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ობი თრაისი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 41 წლის რეპერმა ახალი კომპოზიცია "92" გამოაქვეყნა. ტრეკი ობი თრაისის მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ობი თრაისმა მუსიკალური მოღვაწეობა 1998 წლეს დაიწყო. რეპერის აღზევება ლეგენდარული ემინემის ლეიბლში Shady Records გაწევრიანებას უკავშირდება. 2003 წელს გაყიდვაში არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Cheers ჩაეშვა, რომლის წამყვანი სინგლიც ოქროს სტატუსის ჰიტი Got Some Teeth გახლდათ. კარიერის განმავლობაში დეტროიტელმა შემსრულებელმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Eminem, 50 Cent, Nate Dogg, Dr. Dre, Akon, Timbaland, Busta Rhymes და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული