Thumbnail

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა რეპერმა კელვინ ბროდუსიმ, ფსევდონიმით Snoop Dogg, 16 აგვისტოს გაყიდვაში რიგით მე-17 ალბომი I Wanna Thank Me ჩაუშვა. სტუდიურ ჩანაწერში წარმოდგენილმა კომპოზიციამ Wintertime In June მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მასში 2011 წელს გარდაცვლილი მუსიკოსი Nate Dogg მონაწილეობს. 

► მოუსმინეთ: Snoop Dogg ახალ ალბომს I Wanna Thank Me ავრცელებს 

► ნახეთ: Snoop Dogg კლიპს One Blood, One Cuzz ავრცელებს 

► ნახეთ: Snoop Dogg კლიპს Countdown Ft. Swizz Beatz ავრცელებს

2011 წელს ინსულტისგან გარდაცვლილი ნეითი და სნუპი უახლოესი მეგობრები იყვნენ. არტისტებმა კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. მათგან რამდენიმე, Lay Low, Ain't No Fun და Bitch Please დასავლეთ სანაპიროს რეპის კლასიკად იქცა. ლეგენდარულ კოლეგასთან, უორენ ჯისთან ერთად მუსიკოსები ჰიპ ჰოპ გაერთიანება "213"-ის წევრებიც იყვნენ, რომლის ერთადერთი სტუდიური ალბომი The Hard Way გაყიდვაში 2004 წელს ჩაეშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული