Thumbnail

მოუსმინეთ: Tricky-მ კომპოზიციის Colossus რემიქს ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა Tricky-მ, ინგლისური ჯგუფის, Idles-ის კომპოზიციის Colossus რემიქს ვერსია გაავრცელა. ტრეკი კომპილაციურ ალბომში Test Of Time იქნება წარმოდგენილი, რომელსაც თრიქის ლეიბლი False Idols 30 აგვისტოს გამოსცემს.

ტრიპ ჰოპის პიონერმა არტისტმა ედრიან თოუსმა, სასცენო სახელით Tricky, მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან Massive Attack თანამშრომლობდა, 1995 წელს კი სადებიუტო სოლო ალბომი Maxinquaye გამოსცა. მას ისეთ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან Björk, PJ Harvey და სხვები. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული