Thumbnail

მოუსმინეთ: KayaKata სადებიუტო ალბომს "სადაა" ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის იუთუბის არხზე პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ პროექტის, KayaKata-ს სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოქვეყნდა. ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ტრეკების პროდიუსერები ნიკოლოზ საბანაძე და მაქსიმე მაჩაიძე, იგივე Luna997 გახლავთ.

► ნახეთ: KayaKata-მ და Turbohikari-მ აქცია-კონცერტზე Valley of the Wind შეასრულეს

სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას "კატებმა" ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლეს, როგორებიც არიან: Dro, TurboHikari, MC Cutkill, MamaFlex, HAWA და სხვა.

"The album is built and ready to fly! ბოლო 1 წელია ჩვენს car bookზე ვმუშაობთ. ეს ალბომიც რომელიღაც თავია ამ ქარბუქიდან. Cash machines and weather - ესეთი იყო თავდაპირველი სათაური, შემდეგ მივხვდით, რომ prayerloops ქვია. მერე მივხვდით, რომ ეს უფრო ამ ტრეკების ფუნქციაა, ალბათ, ვიდრე სახელი. მოკლედ, იქამდე მივედით ისევ, რომ ეს chapterი სადაა, როგორც ყველა სხვა, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ აგვეღნიშნა. Test it out, გვითხარით მოსაზრებები. Much love ყველას, ვინც ესე ელოდებოდით ალბომს და მათ, ვინც არ ელოდებოდით და უნებლიე წვიმამ გაგახარათ", - ვკითხულობთ ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე.

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული