Thumbnail

ამერიკული ჯგუფი Surf Curse ახალ კომპოზიციას Hour of the Wolf და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Heaven Surrounds You იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

Surf Curse ნევადას შტატის ქალაქ რენოში 2013 წელს შეიქმნა. ამავე წელს, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Buds გაავრცელეს. 2017-ში კი ჯგუფმა მეორე სტუდიური ჩანაწერი Nothing Yet გამოაქვეყნა. ბენდის შემოქმედება სერფ როკსა და ინდი როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული