Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი ბენჯამინ ჰამონდ ჰაგერტი, ფსევდონიმით Macklemore, ახალ კომპოზიციას Shadow ავრცელებს. ჩანაწერში ტრეკის ავტორი, ბრუკლინელი სონგრაითერი Iro მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის პრემიერა NBC-ის ახალ გადაცემაში Songland შედგა, სადაც სონგრაითერები ერთმანეთს ეჯიბრებიან და მათ სიმღერებს მოწვეული არტისტები ასრულებენ.

ბენჯამინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ რაიან ლიუისთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის პირველი ალბომით The Heist გაიცნო, რომელმაც 2014 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა. სტუდიური ჩანაწერის ერთ-ერთი სინგლი Thrift Shop ბრილიანტის სტატუსის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული