Thumbnail

მოუსმინეთ: Nicki Minaj - Welcome to the Party (Remix)

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა ახალგაზრდა კოლეგის, Pop Smoke-ის კომპოზიციის Welcome to the Party რემიქსი ჩაწერა. ტრეკის ორიგინალი ვერსია ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომში Meet the Woo არის წარმდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 26 ივლისს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Nicki Minaj - Suge (Remix)

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული