Thumbnail

მოუსმინეთ: French Montana-მ ტრეკის Welcome To The Party რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქარიმ ხარბუში, სასცენო სახელით French Montana, ახალგაზრდა რეპერის Pop Smoke კომპოზიციის Welcome To The Party რემიქსს ავრცელებს. ტრეკის თავდაპირველი ვერსია Pop Smoke-ის ახალ ალბომში Meet the Woo შედის, რომელიც გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვა.

► ნახეთ: French Montana-მ კომპოზიციაზე Wiggle ვიდეოკლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: French Montana-მ და Max B-მ ახალი მიქსტეიპი Coke Wave 4 გაავრცელეს

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც ხუთმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული