Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg კლიპს One Blood, One Cuzz ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის I Wanna Thank Me პრომოუშენის მიზნით, ვეტერანმა კალიფორნიელმა რეპერმა, კელვინ ბროდუსიმ, ფსევდონიმით Snoop Dogg, სინგლზე One Blood, One Cuzz გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სნუპმა ჩანაწერი ნიფსი ჰასლსა და სხვადასხვა განგსტერული დაჯგუფებების გარდაცვლილ წევრებს მიუძღვნა. ტრეკის პროდიუსერი DJ Battlecat გახლავთ.

► მოუსმინეთ: Snoop Dogg ახალ ალბომს I Wanna Thank Me ავრცელებს 

► ნახეთ: Snoop Dogg - Countdown Ft. Swizz Beatz 

► ნახეთ: Snoop Dogg - I Wanna Thank Me 

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული