Thumbnail

ნახეთ: ASAP Rocky და Juicy J ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თრეფ მიმდინარეობის პიონერმა ჯორდან მაიკლ ჰიუსტონმა, ფსევდონიმით Juicy J, ინსტაგრამზე ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გამოაქვეყნა. ბენგერი ტრეკი ნიუ იორკელ რეპერს, ეისეფ როქის ეკუთვნის. ჩანაწერის პროდიუსერები კი თავად ჯუისი ჯეი და ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი Metro Boomin არიან.

► ASAP Rocky ახალ ალბომზე მუშაობს 

► ASAP Rocky განაჩენს გამოეხმაურა: იმედგაცრუებული ვარ 

მიმდინარე წლის დასაწყისში ჯუისიმ და ეისეფმა ამ უკანასკნელის მომავალი ალბომი დააანონსეს, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სწორედ ვეტერანი მემფისელი რეპერი იქნება.

ჯუისი ჯეი ეისეფის მთავარი მენტორია. როქის ადრეულ შემოქმედებაზე ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Three 6 Mafia-ს გავლენა საკმაოდ მარტივი შესამჩნევია. კარიერის განმავლობაში არტისტებმა არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე, მათ შორის ტრეკებზე Multiply, Gunz N Butter, Wavybone, Yamborghini High ითანამშრომლეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული