Thumbnail

პოპულარული თრეფ გაერთიანება Migos მსმენელს ახალი კომპოზიციით Frosted Flakes და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკი ლეიბლის Quality Control მომავალ კომპილაციურ ალბომში Quality Control: Control The Streets Vol. 2 იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Migos & Lil Yachty - Intro Ft. Gucci Mane 

► ნახეთ: Migos ვიდეორგოლს Stripper Bowl ავრცელებს 

► ნახეთ: Migos-მა და DJ Mustard-მა BET Awards-ზე კომპოზიცია Pure Water შეასრულეს 

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული