Thumbnail

მოუსმინეთ: Dilla, DRO და Kordz ახალ კომპოზიციას ICO ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჰიპ ჰოპ გაერთიანება KayaKata-ს წევრი ზურა ჯიშკარიანი, ფსევდონიმით Dilla და სანდრო ფოფხაძე, სასცენო სახელით DRO, ახალ კომპოზიციას ICO ავრცელებენ. ჩანაწერის ინსტრუმენტალი ელექტრონულ მუსიკოსს, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ს, ეკუთვნის.

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივ Kung Fu Junkie-სთან ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა.

სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO, მუსიკის მოყვარულებმა ჩანაწერებით Sakamoto და Coca Cola გაიცნეს, რომლებიც 2018 წლის დასაწყისში გავრცელდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტში "ტალღა", რომლითაც ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

ალექსანდრე კორძაიამ, ფსევდონიმით Kordz, სადებიუტო სინგლი We've Been და EP სახელწოდებით QYS 2016 წელს გამოსცა. მის შემოქმედებაზე გავლენა ცნობილმა ჯგუფებმა Daft Punk და Justice მოახდინეს. მუსიკოსი სხვადასხვა პროექტზე არაერთ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული