Thumbnail

პოპულარული ლეიბლის Top Dawg Entertainmen წევრმა, კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რობერტ გილმა, ფსევდონიმით Reason, ახალი ჩანაწერი High Hopes გამოაქვეყნა. კომპოზიციაში ამავე გაერთიანების წარმომადგენლის, სქულბოი ქიუს ცნობილი ედლიბებია გამოყენებული. ტრეკის პროდიუსერები DJ Khalil და Vohn Beatz არიან.

► მოუსმინეთ: Reason - Middle Child (Remix) 

► მოუსმინეთ: TDE-ის ახალი წევრი Reason სადებიუტო ალბომს There You Have It ავრცელებს 

► ნახეთ: ლეიბლის TDE წევრმა, რეპერმა Reason ტრეკის The Soul ვიდეორგოლი გაავრცელა 

Reason-მა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის, Top Dawg Entertainmen-ის წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული