Thumbnail

სოციალური და ევოლუციური ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცს წვერი გაცილებით მიმზიდველს ხდის, რადგან ის ჯანმრთელობასთან, მასკულინობასთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ წვერი ათასწლეულებია აქტუალობას არ კარგავს და მას დღესაც არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებს. ბუნებრივია, მათ შორის პოპულარული მუსიკოსებიც არიან.

ამ გალერეაში სწორედ იმ ცნობილი შემსრულებლების ფოტოსურათებს იხილავთ, რომლებმაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე წვერის გაზრდა გადაწყვიტეს და უნიკალური იმიჯით თაყვანისმცემლებს თავი სამუდამოდ დაამახსოვრეს.

მიკ ჯაგერი

ლეგენდარული როკ ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა მისთვის უჩვეულო სტილი ავსტრალიურ ვესტერნში "ნედ კელი" მთავარი როლის შესრულებისას მოირგო და საკუთარი თაყვანისმცემლები წვერიანი ფოტოებით გაანებივრა. 

ჯორჯ ჰარისონი

ეს ფოტო ლეგენდარული The Beatles-ის წევრს მისივე ფან კლუბის პრეზიდენტმა, პატ კინზერმა გადაუღო. ჰარისონის ულვაშში შეპარული ღიმილით თუ ვიმსჯელებთ, ერთგულ თაყვანისმცემელთან შეხვედრით ის ძალზე კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. 

დეივ გროლი

ათ წელზე მეტია, რაც დეივ გროლმა წვერი მოუშვა და მას ძალიანაც იხდენს. თუმცა, თავად მუსიკოსის თქმით, წვერ-ულვაში ისე არავის ამშვენებს, როგორც ამერიკული როკ ჯგუფის, ZZ Top-ის ფრონტმენს, ბილი გიბონსს. 

სტინგი

ხშირად ამბობენ, რომ წვერი ადამიანს აბერებს, თუმცა, ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ახალმა იმიჯმა ერთი-ორად გააახალგაზრდავა. 

ჯიმ მორისონი

ლეგენდარული The Doors-ის ფრონტმენმა 1969 წლიდან წონაშიც მოიმატა და წვერიც მოუშვა. ჟურნალ The Rolling Stones-ის ფოტოგრაფმა, კურტ ინგჰამმა ეს სურათი სწორედ იმ პერიოდში გადაიღო.  

ქანიე ვესთი

ქანიე ვესთი ძირითადად ბლანჟეს ატარებს. თუმცა, 2014 წელს კურდღლის ტყავში გამოწყობილი ჰიპ ჰოპ არტისტი პარიზის მოდის კვირეულზე წვერით გამოცხადდა. 

სერჟ ტანკიანი

System Of A Down-ის ფრონტმენი "თხის წვერს" ატარებს და, როგორც ჩანს, ამ ფაქტით ძალიანაც ამაყობს. 

ფრენკ ზაპა

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლისთვის გრძელი ულვაში და ტუჩს ქვემოთ, ნიკაპზე აპარსული წვერი იმდენად სახასიათო იყო, რომ ამ სტილს მის პატივსაცემად "ზაპა" ეწოდა.

ჯიმი პეიჯი

სხვადასხვა დროს წვერს ლეგენდარული Led Zeppelin-ის თითოეული წევრი ატარებდა, თუმცა, ყველაზე მეტად ის ბენდის გიტარისტს, ჯიმი პეიჯს უხდებოდა. 

ჯარედ ლეტო

შეცვლილი ვარცხნილობა, უზარმაზარი სათვალე და მოშვებული წვერი - ერთი შეხედვით, ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც ადამიანი ვინმესგან დამალვას ცდილობს. თუმცა, ლეტო ამ ფორმაში ჟურნალისტებს გადაცემაში Extra გამოეცხადა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული