Thumbnail

ნახეთ: ფოტოები Muse-ის ფრონტმენის, მეთიუ ბელამისა და ელ ევენსის ქორწილიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულინგლისური ჯგუფის, Muse-ის ფრონტმენმა, მეთიუ ბელამიმ ამერიკელ მოდელ ელ ევენსზე იქორწინა. ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ, რომელიც კალიფორნიის ქალაქ მალიბუში შედგა, წყვილმა წყვეულება მოაწყო, რომლის ფოტოსურათებიც სოციალურ ქსელში თავად არტისტმა და მისმა სტუმრებმა გაავრცელეს.

მეთიუს მეჯვარები მისი შვილი, ბინგი, Muse-ის წევრები, დომინიკ ჰოვარდი და კრის უოლსთენჰოლმი და კოლექტივის მედია მენეჯერი ტომ კირკი იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მეთიუმ და ელმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, 2017 წელს კი, მათი ნიშნობა შედგა.

ჯგუფი Muse 1994 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივს მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და ორჯერ აქვს მოპოვებული გრემის პრესტიჟული ჯილდო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული