Thumbnail

შვედეთის სასამართლომ ASAP Rocky დამნაშავედ ცნო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შვედეთის სასამართლომ ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი რაკიმ მეიერსი, ფსევდონიმით ASAP Rocky, დამნაშავედ ცნო. პოპულარულ რეპერს პატიმრობა აღარ ემუქრება, თუმცა, ეისეფს პირობითი მსჯავრი და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაფარვა დაეკისრა. ინფორმაციას The New York Times და Associated Press ავრცელებენ.

ნახეთ: ASAP Rocky-მ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კონცერტი გამართა 

► ASAP Rocky-ს ფანი, რომელიც შვედეთის საელჩოს აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს 

► დონალდ ტრამპი: ვიდეოები ვნახე და ნათელია, რომ ASAP Rocky-ს ავიწროვებდნენ 

მუსიკოსმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, მუსტაფა ჯაფარის თავს მხოლოდ მას შემდეგ დაესხა, რაც ამ უკანასკნელმა როქის დაცვის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, შვედმა მოსამართლემ რეპერის ვერსია, თითქოს ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, არ გაითვალისწინა. 

სამართალდამცველებმა ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. 

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული