Thumbnail

ამერიკელმა მეცნიერმა ოზი ოსბორნს "გენეტიკური მუტანტი" უწოდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, მეცნიერ-გენეტიკოსი ბილი სალივანი ახალ წიგნში Pleased to Meet Me: Genes, Germs and the Curious Forces that Make Us Who We Are ამტკიცებს, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი "გენეტიკური მუტანტია".

► ოზი ოსბორნმა ავადმყოფობის გამო 2019 წლის ტურნე გადადო

► ოზი ოსბორნი: ალკოჰოლს, სიგარეტსა და ნარკოტიკს აღარ ვეკარები

სალივანი თავის ნაშრომში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Gnome-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომელმაც 2010 წელს მუსიკოსის დნმ გამოიკვლია, რათა დაედგინა, რატომ არის ოსბორნი ცოცხალი ბევრი წლის განმავლობაში დიდი ოდენობით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მიუხედავად. 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ოსბორნს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გენეტიკური მუტაცია დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ოზი ოსბორნმა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გადადო. არტისტს სახლში წაქცევის შემდეგ ძველი ჭრილობა გაუმიზეზდა, რასაც თან გაციება და პნევმონიის გამწვავება დაერთო. ცნობილია, რომ ტურნე 2020 წლის თებერვლიდან განახლდება.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული