Thumbnail

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი ბერინგტონ ჰენდრიქსი, ფსევდონიმით JPEGMAFIA, ახალ კომპოზიციას Jesus Forgive Me, I Am A Thot და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მერილენდელი მუსიკოსი გახლავთ. ტრეკი შემსრულებლის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: JPEGMAFIA-ს კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა 

► მოუსმინეთ: JPEGMAFIA - Hate You Ft. Health 

► ნახეთ: JPEGMAFIA ვიდეორგოლს Puff Daddy ავრცელებს 

ბალტიმორელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 3 ალბომს აერთიანებს. მათგან ყველაზე დიდი მოწონება 2018 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Veteran მოიპოვა, რომელიც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული