Thumbnail

ბრიტანული ჯგუფი Enter Shikari ახალ კომპოზიციას Stop The Clocks ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა 2017 წელს ჩაწერილი, რიგით მეხუთე ალბომის The Spark შემდეგ გამოუშვა.

Enter Shikari ქალაქ სენტ ოლბანსში 1999 წელს შეიქმნა. ჯგუფს კარიერის საწყის წლებში Hybryd ეწოდებოდა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის (EP) გამოცემის შემდეგ, 2007 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Take to the Skies გაავრცელეს. ბენდის შემოქმედება პოსტ ჰარდკორსა და ელექტრონულ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული