Thumbnail

ამერიკული ჯგუფი Whitney ახალ კომპოზიციას Used To Be Lonely და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სიმღერა მუსიკოსების მომავალ ალბომში Forever Turned Around იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვება.

► ნახეთ: Whitney - Valleys (My Love)

► მოუსმინეთ: Whitney - Giving Up

Whitney ქალაქ ჩიკაგოში 2015 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს არტისტებმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Light Upon the Lake გაავრცელეს. კოლექტივის შემოქმედება ინფი ფოლკსა და ინდი როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული