Thumbnail

ნახეთ: Lil Baby და DaBaby ვიდეორგოლს Baby აქვეყნებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ ლეიბლის Quality Control იუთუბის არხზე პოპულარული ატლანტელი რეპერის, Lil Baby-სა და მისი ჩრდილოკაროლინელი კოლეგის, DaBaby-ის ერთობლივი კომპოზიციის Baby ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. ახალგაზრდა არტისტების კოლაბორაციული ტრეკი Quality Control Music-ის მომავალი კომპილაციური ალბომის Control The Streets Volume 2 ერთ-ერთი სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 16 აგვისტოს ჩაეშვება.

► ნახეთ: Migos & Lil Yachty - Intro Ft. Gucci Mane 

დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

ჯონათან კირკმა, სასცენო სახელით DaBaby, კი მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ ის 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული