Thumbnail

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი დერქ ბენქსი, ფსევდონიმით Lil Durk, კომპოზიციაზე U Said გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი რეპერი A Boogie Wit Da Hoodie მონაწილეობს. ტრეკი ბენქსის ახალ ალბომში Love Songs 4 the Streets 2 შედის, რომელიც გაყიდვაში 2 აგვისტოს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Lil Durk - Bougie Ft. Meek Mill

► ნახეთ: Lil Durk-მა და ტიანა ტეილორმა ტრეკზე Home Body კლიპი გადაიღეს

დერქ ბენქსმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული