Thumbnail

ნახეთ: ASAP Rocky-მ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რაკიმ მეიერსმა, ფსევდონიმით ASAP Rocky, შვედეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კონცერტი ჩაატარა. რეპერი თაყვანისმემლების წინაშე კალიფორნიაში გამართულ ფესტივალზე Real Street წარდგა. ლაივის დროს როქის სცენაზე მისი უახლოესი მეგობარი, მუსიკოსი Tyler, The Creator შეუერთდა.

► ASAP Rocky სასამართლომ 14 აგვისტომდე გაათავისუფლა 

კონცერტის მიმდინარეობისას ეისეფ როქიმ მსმენელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც შვედეთში მოხდა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მიხარია ახლა აქ ყოფნა. ეს სრული სიგიჟე იყო. ხალხის ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ამას ვაფასებ. ჰიპ ჰოპ საზოგადოება ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა", - განაცხადა როქიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. სამართალდამცველები შემსრულებელს თავდასხმასა და ცემაში სდებენ ბრალს. შვედეთის სასამართლომ ეისეფი და მასთან ერთად დაპატიმრებული პირები 14 აგვისტომდე გაათავისუფლა. სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. 

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული