ახალგაზრდა ინდონეზიელმა რეპერმა ბრაიან იმანუელმა, ფსევდონიმით Rich Brian, ტრეკზე 100 Degrees გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიციის პროდიუსერები Rappy, Kid Culture და Bēkon არიან. ჩანაწერი ბრაიანის რიგით მეორე ალბომის The Sailor სინგლია.
► მოუსმინეთ: Rich Brian ახალ ალბომს The Sailor ავრცელებს
ბრაიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს ფსევდონიმით Rich Chigga დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გამოშვებული, ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Dat $tick გახდა. არტისტმა ამავე ტრეკის ალტერნატიული ვერსიაც გაავრცელა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი ლიდერი Ghostface Killah მონაწილეობს. 2018 წლის 2 თებერვალს კი გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Amen ჩაუშვა. მუსიკოსი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
კომენტარები