Thumbnail

ნახეთ: Dreamville ვიდეორგოლს Sacrifices ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანება Dreamville კომპოზიციაზე Sacrifices გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ჩანაწერში "დრიმვილის" დამფუძნებელი J. Cole, დუეტი EarthGang და ახალგაზრდა რეპერები Smino და Saba მონაწილეობენ. ტრეკი კოლექტივის ახალგავრცელებული, ოქროს სტატუსის მქონე კომპილაციური ალბომის Revenge Of The Dreamers III ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Dreamville ახალ ალბომს ROTDIII ავრცელებს 

► ნახეთ: Dreamville დოკუმენტურ ფილმს Revenge ავრცელებს 

ჯერმეინ ქოულმა "დრიმვილი" 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, ლეიბლ Interscope-თან კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 2019 წელს კოლექტივმა სტუდიური ჩანაწერი Revenge Of The Dreamers III გაავრცელა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული