Thumbnail

Kodak Black-მა Yung Miami-ს მუქარის გამო მოუბოდიშა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პატიმრობაში მყოფმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Kodak Black-მა სოციალური ქსელის საშუალებით ამერიკული დუეტის, City Girls-ის ერთ-ერთ წევრს, Yung Miami-ს ბოდიში მოუხადა. როგორც ცნობილია, ივლისში კოდაკმა ციხიდან ფრისტაილი გაავრცელა, რომელშიც ორსულ იანგ მაიამის ფიზიკური ზიანის მიყენებით დაემუქრა.

► Kodak Black ორსულ Yung Miami-ს: როცა გნახავ, მუცელში ჩაგარტყამ

► ორსულ Yung Miami-ს ესროლეს

"გავაცნობიერე, რამდენად უსუსურად მოვიქეცი. როგორც მამაკაცს, თავი უნდა შემეკავებინა", მიმართა ბლექმა მაიამის.

რეპერმა ასევე ბავშვის მამას, ჰიპ ჰოპ გაერთიანება 808 Mafia-ს წევრ Southside-ს მოუბოდიშა. 

"ვლოცულობ, რომ ჯანმრთელი ბავშვი გეყოლოს და წარმატებული ცხოვრება გქონდეს. ჩვენ კიდევ ბევრი ჰიტი უნდა შევქმნათ".

აღსანიშნავია, რომ ბოდიშების მოხდის შემდეგ, კოდაკმა პოსტები წაშალა.

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული