Thumbnail

ნახეთ: დრეიქმა "ბითლზის" რეკორდის მოხსნის აღსანიშნავად ტატუ გაიკეთა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა ლეგენდარული ჯგუფის The Beatles რეკორდის გაუმჯობესების აღსანიშნავად ხელზე ახალი ტატუ გაიკეთა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსის სვირინგზე ები როუდზე მიმავალ ოთხეულს თავად ჰიპ ჰოპ არტისტი მიუძღვება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის 12 კომპოზიცია მოხვდა. ამ მაჩვენებლით შემსრულებელმა "ბითლზის" ისტორიული მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 54 წლის განმავლობაში ვერავინ გაიმეორა.

► დრეიქის ახალი რეკორდი - რეპერმა The Beatles-ს გადაასწრო

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული