Thumbnail

Rihanna ჯო ბაიდენს აკრიტიკებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბარბადოსელი მომღერალი რიანა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც მან აიოვაში აზიელ და ლათინოამერიკელ ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.

"ღარიბი ბავშვები ისეთივე გონებამახვილები და ნიჭიერები არიან, როგორებიც თეთრკანიანები", - თქვა ბაიდენმა, შემდეგ კი დაამატა - "ისევე, როგორც მდიდარი ბავშვები, შავკანიანი ბავშვები, აზიელი ბავშვები".

ბაიდენის ნათქვამი რირიმ ინსტაგრამის საშუალებით გააზიარა და პოსტს დააწერა:

ვაუ, და ის დარწმუნებულია, რომ რაღაც დიდებული თქვა. მაშინაც კი, როდესაც თავის მოჩვენებას ცდილობენ, ნათლად ჩანს, რას გრძნობენ სინამდვილეში ჩვენ მიმართ".

ცოტა ხნის წინ მომღერლის კრიტიკა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაიმსახურა, რომელმაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებს ტვიტერზე უბრალოდ "სიმხდალე" უწოდა და არა ტერორიზმი.

► დონალდ ტრამპის განცხადებამ Rihanna გააღიზიანა

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი, რეგეი ნამუშევრის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული