Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Sunset Fest ბახმაროში

19 აგვისტო (ორშაბათი)

19 აგვისტოს ბახმაროში მუსიკალური ფესტივალი Sunset Fest გაიმართება. მსმენელთა წინაშე Bedford Falls, LOUDspeakers, Kordz & Dro, Kraumur და სხვა არტისტები წარდგებიან. კონცერტები მზის ჩასავალ გორაზე ჩატარდება. 

4. Young Georgian Lolitaz ბათუმში

21 აგვისტო (ოთხშაბათი)

21 აგვისტოს ბათუმში კონცერტს ქართული ინდი როკ ჯგუფი Young Georgian Lolitaz გამართავს. ნიკა კოჩაროვის მიერ 2000 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი მსმენელთა წინაშე კლუბში Sector 26 წარდგება.  

3. ფესტივალი Echowaves ანაკლიაში

22-25 აგვისტო (ხუთშაბათი-კვირა)

22-25 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე Nina KravizAdriatiqueBen Klock, Rødhåd, Claptone, Dax J, DJ TennisGio Shengelia, Tomma, L8 და სხვები წარდგებიან.

2. Stefan Biniak ბათუმში

23 აგვისტო (პარასკევი)

23 აგვისტოს ცნობილი გერმანელი დიჯეი Stefan Biniak საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა. მუსიკოსი ბათუმში, კლუბ SOHO-ში დაუკრავს. არტისტის შემოქმედება ძირითადად ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული. 

1. რეზო კიკნაძის კვინტეტი ბათუმში

 25 აგვისტო (კვირა)

25 აგვისტოს ბათუმში, "პალმა ლაგუნას" აუზზე ჯაზის საღამო გაიმართება. მსმენელთა წინაშე კომპოზიტორისა და შემსრულებლის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის კვინტეტი წარდგება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული