Thumbnail

Young Thug ახალ ალბომს 16 აგვისტოს გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ჯეფრი ლამარ უილიამსის, ფსევდონიმით Young Thug, ახალი ალბომი So Much Fun გაყიდვაში 16 აგვისტოს ჩაეშვება. ეს ინფორმაცია და ნამუშევრის გარეკანი ატლანტელმა მუსიკოსმა ინსტაგრამის საშუალებით გამოაქვეყნა.

► ნახეთ: Young Thug, J. Cole და Travis Scott კლიპს The London ავრცელებენ 

► Young Thug: სჯობდა, Lil Nas X-ს საჯაროდ არ ეთქვა, რომ გეია 

► ნახეთ: Young Thug-მა ტანსაცმლის ბრენდი Spider შექმნა 

View this post on Instagram

8.16 🤢🤮

A post shared by SEX!! (@thuggerthugger1) on

ცნობილია, რომ იანგ თაგის მომავალი ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰიპ ჰოპის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჯერმეინ ქოული იქნება. ცოტა ხნის წინ გავრცელებული კომპოზიცია London სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლია. 

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. რეპერის ბოლო სტუდიური ალბომი Slime Language 2018 წლის აგვისტოში გამოიცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული